სამართალი
„მემარცხენე ალიანსი“ სოლიდარობას უცხადებს გაფიცულ მეშახტეებს

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. პარტია მემარცხენე ალიანსი“ ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „სოლიდარობა ტყიბულელ მეშახტეებს!!! ვგმობთ მონურ შრომის კოდექსს!!! სამარცხვინოა ქვეყნისთვის, სადაც ადამიანთა უფლებებზე გაუთავებლად ლაპარაკობენ ის, რაც ხდება ტყიბულში. ეს არის, მარქსის ტერმინი რომ ვიხმაროთ, "ველური კაპიტალიზმის" კლასიკური გამოვლინება. მონებს ბევრად მეტი უფლებები ჰქონდათ ანტიკურ სამყაროში ვიდრე ამ გაუმაძღარი დამქირავებლების მიერ დაბეჩავებულ მშრომელ ხალხს. დღეს მთელი ქვეყანა მათ გვერდით უნდა იდგეს და ითხოვდეს პარლამენტისგან შრომის კანონთა კოდექსის დაუყოვნებლივ შეცვლას დაქირავებულთა სასიკეთოდ. 21–ე საუკუნეში მონური შრომა დაუშვებელია!!!“.