სამართალი
შსს-მ უკანონო ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა და ნარკოტიკები ამოიღო

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს განსაკუთრებით მნიშვნელოვან საქმეთა სამმართველოს თანამშრომლებმა, ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის, ნარკოტიკული

საშუალების უკანონო შეძენა-შენახვის და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ბრალდებით, ნიკა . თბილისში, დიღმის მასივში დააკავეს.

სამართალდამცველებმა, ნიკა ქ-ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას, „ა-კა-ემ-ეს“-ის მოდელის 2 არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ა-კა-ემ“-ის მოდელის არარეგისტრირებული ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღი, „ნაგანის“ სისტემის 2 რევოლვერი, „ჩე-ზე“-ს მოდელის პისტოლეტი, „კოლტის“ მოდელის პისტოლეტი, „Ortgies“-ის მოდელის პისტოლეტი, 282 საბრძოლო ვაზნა და 4 მასრა ამოიღეს. ასევე ამოღებულია 1,37 გრამი გამომშრალი მარიხუანა და 0,0635 გრამი ნარკოტიკული საშუალება კოკაინის მარილი.