სამართალი
საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ქრთამის აღების ფაქტზე ქედის მუნიციპალიტეტის გამგეობის მთავარი სპეციალისტი დაბა ქედის ადმინისტრაციულ ერთეულში ბონდო გოგიტიძე დააკავეს.
გოგიტიძემ მოქალაქეს სოფლის მეურნეობის პროდუქტის წარმომავლობის ცნობის დამზადების სანაცვლოდ 2000 აშშ დოლარი ქრთამის სახით გამოართვა.
გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.