აქტუალური
„სუს-ის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან“ - ხიდაშელი

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. სუს-ის მეთვალყურეობის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა "TV პირველის" ეთერში, ინგა გრიგოლიასთან სტუმრობისას.

 "ალექსი პეტრიაშვილის ჯანმრთელობას, სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და იმედი მაქვს, რომ ეს ასეც იქნება და ის ძალიან სწრაფად დაუბრუნდება თავის ოჯახს, მეგობრებს და საზოგადოებას. დიდი იმედი მაქვს, რომ შინაგან საქმეთა სამინისტრო სწრაფად გასცემს პასუხს ამ სრულიად თავხედურ და ცინიკურ ქმედებას, რომლის მოწმეები ჩვენ ყველა გავხდით. ეს არის პრინციპულად მნიშვნელოვანი, რომ ძალიან სწრაფი და უმკაცრესი იყოს პასუხი თავად ამ დანაშაულის ჩამდენების მიმართ და ასევე ყველა იმ ადამიანის მიმართ, ვისაც შეიძლება ასეთი ტიპის მოქმედებებმა არასწორი აზრები გაუჩინოს - რომ რა მოხდა ახლა, დიდი ამბავი, შუადღეს იარაღით თუ ირბენ და მკვლელობის მცდელობას განახორციელებ.

 დღევანდელი ფაქტი არის პასუხი თქვენს კითხვაზე, რომ სუსის თვალთვალის ქვეშ მყოფ ადამიანებს შუა ქუჩაში და შუა დღეზე ცეცხლსასროლი იარაღით თავს არ ესხმიან, ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ამ ძალიან ტრაგიკულმა შემთხვევამ, რაც დღეს მოხდა, ამ კითხვას პასუხი გასცა", - განაცხადა თინა ხიდაშელმა.