პოლიტიკა
საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. ტყიბულში კომპანია საქნახშირში დასაქმებული მეშახტეების გაფიცვა შეწყდა, ამის შესახებ ინფორმაცია რუსთავი - 2-ს საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფში დაუდასტურეს. დილიდან მეშახტეები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან.
რა შეთანხმება შედგა მეშახტეებსა და საქნახშირის მფლობელ საქართველოს ინდუსტრიულ ჯგუფს შორის, დეტალები მოგვიანებით გახდება ცნობილი.
ხელფასების 40% გაზრდის მოთხოვნით მეშახტეების გაფიცვა და პერმანენტული აქციები ტყიბულში 16 დღეს გაგრძელდა.