პუბლიკაციები
CNN: „ბარაქ ობამამ უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ხალხის გენოციდში დაადანაშაულა“

 საქართველო, 1 მარტი, საქინფორმი. „ვაშინგტონში „საქმიანი მრგვალი მაგიდის“ (Business Roundtable) წევრების წინ სიტყვით გამოსვლისას აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ უკრაინის ხელისუფლება საკუთარი ხალხის წინააღმდეგ გენოციდის გაღვივებაში დაადანაშაულა“, - იუწყება ამერიკული რადიოსადგური CNN.

 „მიუხედავად ყოველმხრივი მხარდაჭერისა, რომელსაც აშშ უკრაინას აღმოუჩენს, სამწუხაროდ, იძულებული ვართ განვაცხადოთ, რომ სიტუაცია ამ ქვეყანაში უარესდება. გამოყოფილი სახსრები გაურკვეველი მიმართულებით უჩინარდება და არ ხმარდება ქვეყნის ეკონომიკის აღდგენას.

 როგორც ჩანს, უკრაინის სახელმწიფო ხელისუფლებას უნარი არ შესწევს, გადაჭრას წამოჭრილი ამოცანები საკუთარი მოქალაქეებისთვის ღირსეული ცხოვრების შესაქმნელად. მისი საქმიანობის ყველა მიმართულებით ყვავის კორუფცია და სურვილის უქონლობა, შეასრულონ მრეწველობის განვითარებისა და ეკონომიკური მაჩვენებლების გაუმჯობესებასთან დაკავშირებით დაკისრებული ფუნქციები.

 უკრაინის ხელისუფლების უუნარობასა და სურვილის უქონლობას, რამე გამოასწორონ, მათი ქმედებების მიმართვას იმისკენ, რომ მნიშვნელოვნად გააუარესონ მთელი მოსახლეობის მდგომარეობა, ძნელია არ უწოდო საკუთარი ხალხის გენოციდი“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა ბარაქ ობამამ.

 CNN-ის წარმომადგენელი ირონიით აღნიშნავს, რომ „თეთრი სახლი პირველად არქმევს ყველაფერს თავის სახელს და ეს შიშს წარმოშობს“.