უცხოეთი
მაკკეინი: ქურთები სირიაში ფსონს რუსეთზე ჩამოვიდნენ და არა აშშ-ზე

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. ქურთების შეიარაღებული ფორმირებები სირიაში ფაქტობრივად ფსონს რუსეთზე ჩამოვიდნენ, ამჯობინეს რა ის აშშ-ს. ეს აღიარა ჟურნალისტებთან შეხვედრისას აშშ-ის კონგრესის სენატის შეიარაღებული ძალების კომიტეტის თავმჯდომარე ჯონ მაკკეინმა (რესპუბლიკელი არიზონას შტატიდან).

 „ამის შესახებ საკმარისი რაოდენობის წყაროებისგან შევიტყვე, რათა ეს დამეჯერებინა. ქურთები რუსებთან კავშირში შევიდნენ“, - განაცხადა ამერიკელმა კანონმდებელმა. ამასთან, მან განაცხადა, რომ უფრო სწორი იქნებოდა ესაუბრა „ზოგიერთ ქურთზე“. „დარწმუნებული ვარ, რომ ეს ყველა ქურთი არაა (სირიაში). თუმცა, არის მათი სეგმენტი, რომლებმაც კავშირი შექმნეს რუსებთან, რადგან გამარჯვების მიღწევა სურთ. და ისინი ხედავენ, რომ რუსეთი წარმატებებს აღწევს იქ, სადაც ჩვენ (აშშ) მარცხი განვიცადეთ“, - აღნიშნა სენატორმა.

 მისი შეხედულებით, ქურთები ალიანსს ქმნიან რუსებთან, რადგან „ყველაზე მოკლე გზად“ მიაჩნიათ თავისი მიზნისკენ - ქურთების სახელმწიფოს შექმნისკენ. „თუ სიტუაციას ქურთების თვალით შევხედავთ, მათი გაგება შესაძლებელია იმის გათვალისწინებით, რომ მათ თურქები უტევენ და მაინცდამაინც არ ეხმარებიან ამერიკელები, რუსები კი მათ ყველანაირ მხარდაჭერას უცხადებენ, რაც მათ ესაჭიროებათ“, - დასძინა მაკკეინმა.