საზოგადოება
ზვიად გამსახურდიას თაყვანისმცემლები სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ

zviadზუგდიდელები, ზვიად გამსახურდიას თაყვანისმცემლები, რამდენიმე წელია, სახელმწიფოსგან დახმარებას ითხოვენ. ხობის რაიონის სოფელ ახალ ხიბულაში ღურწკაიების სახლ-კარი, სადაც სიცოცხლის ბოლო დღეები გაატარა და შემდეგ სიცოცხლე დაასრულა საქართველოს პირველმა პრეზიდენტმა ზვიად გამსახურდიამ, დანგრევის პირასაა მისული. გარკვეული მიზეზების გამო ღურწკაიების ოჯახმა იძულებით დატოვა სახლ-კარი, რამაც იქაურობის განადგურება გამოიწვია.

ღურწკაიების სახლი ზუგდიდისა და ხობის რაიონების გასაყარზეა, ტერიტორიულად ხობის რაიონს ეკუთვნის, ამიტომაც ზუგდიდელებმა ამ რაიონის ხელმძღვანელებს მიმართეს რამდენჯერმე. მაგრამ შეპირების იქით საქმე არ მიდის. არადა, სახელმწიფომ აუცილებლად უნდა იზრუნოს ამ ისტორიული სახლის მოვლა-პატრონობაზე.