საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. გლეხს და მეწარმეს საშუალება უნდა მიეცეს, რუსეთის უკიდეგანო ბაზარზე თავისუფლaდ გაიტანოს პროდუქცია და შემოსავალი მიიღოს. ჩვენმა მეზობლებმა ეს მოახერხეს და ექსპორტი 6-ჯერ გაზარდეს – აცხადებს “სახალხო ხელისუფლების” ბათუმის წარმომადგენლობა.
“ის პროდუქცია, რაშიც აჭარას შეუძლია, იყოს ლიდერი - ციტრუსი, თხილი, ხურმა, ჩაი, დაფნა და სხვა - აზერბაიჯანს და სომხეთს შეაქვთ რუსეთში. საქართველო კი უცხოთა კარნახით, უსუფა-ხიდაშლების მეცადინეობით, არაფერს აკეთებს, რის გამოც მოსახლეობის გაღატაკება უფრო ღრმავდება! სახალხო ხელისუფლება ყველაფერს გააკეთებს ამ საკითხის გადასაწყვეტად!
აჭარაში საქართველოს ქომაგთა ძლიერი გუნდი შეიკრა, მათ პირველებმა გააჟღერეს მოსახლეობის მოთხოვნა, ეს ხალხის ნდობის და გამარჯვების საწინდარია!” – ნათქვამია განცხადებაში.