საზოგადოება
როცა ქმარი საქართველოს "ოკუპაციის" დღეს რუს ოკუპანტებს აქციებით ემუქრება, ცოლი მოსკოვში "ოკუპანტებისთვის" ცეკვავს (ვიდეო)

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. „ამაზე არ მიფიქრია“, – ასე გამოეხმაურა პრიმა ბალერინა ნინო ანანიაშვილი მოსკოვში საბალეტო დასთან ერთად გამოსვლის ფაქტს.

 ნინო ანანიაშვილის თქმით, 25 თებერვალს კონცერტში მონაწილეობა უბრალო დამთხვევაა. მისი განმარტებით, კონცერტი ერთი წლის წინ დაიგეგმა და ის მისი პედაგოგის იუბილეს ეძღვნებოდა (ვიდეო იხ. აქ). რუსეთის დედაქალაქში ქართული საბალეტო დასის ჩასვლა და მოსკოვის დიდი თეატრის სცენაზე გამოსვლა მთლიანად რუსულმა მხარემ დააფინანსა.

 “უბრალოდ, ეს რიცხვი დაემთხვა, მე ამაზე არ მიფიქრია. ეს დღე იყო ერთადერთი, რომელიც დაგეგმილი იყო ერთი წლის წინ”, – აღნიშნა ნინო ანანიაშვილმა.

 25 თებერვალი რუსული არმიის მიერ საქართველოს ოკუპაციის დღეა.