სამართალი
საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. ქართველი ჯარისკაცი თავდაცვის მინისტრ თინა ხიდაშელს მიმართავს და მის მიმართ სექსუალურ დისკრიმინაციაზე ლაპარაკობს. ამის შესახებ მან საზოგადოებრივი მაუწყებლის პროექტ „TQVI.GE“-ს ვიდეომიმართვაში განაცხადა (ვიდეო იხ. აქ).
მისი თქმით, ხელმძღვანელობა კონტრაქტის გაგრძელებაზე უარს იმ მოტივით ეუბნება, რომ ის არის სექსუალური უმცირესობის წარმომადგენელი. ჯარისკაცი თინა ხიდაშელს რეაგირებას სთხოვს.