პოლიტიკა
"ადამიანის უფლებებს ეთნიკურობა არ აქვს" - თამარ ხიდაშელი

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. დეპუტატი თამარ ხიდაშელი „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი ჩიორა თაქთაქიშვილის ბრალდებებს პასუხობს და აცხადებს, რომ საქართველოს წინააღმდეგ საჩივრის მომზადების დროს ის ეთნიკურად ოსი თანამოქალაქეების ინტერესებს იცავდა.

 „ეს საქმე აგვისტოს ომს შეეხება. ჩვენი მთავრი მოტივაცია ის იყო, რომ ადამიანის უფლებებს ეთნიკურობა არ აქვს.  წარმოჩენა იმისა, რომ ვიღაც მოღალატეა იმიტომ, რომ შესაძლებელია ეთნიკურად არაქართველის განცხადება ჰქონდეს გაგზავნილი საქართველოს წინააღმდეგ, ეს არის აბსოლუტურად მცდარი მოსაზრება რადგან საია-თავის დროზე აგვისტოს ომზე უზარმაზარი სამუშაო გასწია, რუსეთის ფედერაციის წინააღმდეგ არაერთი საჩივარი გავაგზავნეთ, მაგრამ საქართველოს წინააღმდეგ 3 საჩივარი იყო, რომელიც შეეხებოდა ჩვენი ოსი თანამოქალაქეების ინტერესებს“, - განაცხადა თამარ ხიდაშელმა.

 შეგახსენებთ, რომ ჩიორა თაქთაქიშვილმა სპეცილური ბრიფინგი გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ თამარ ხიდაშელის საია-ში მოღვაწეობის პერიოდში მისი მონაწილეობით საქართველოს წინააღმდეგ არაერთი სარჩელია მომზადებული.