პოლიტიკა
საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. სანდრო ბრეგაძე მის მიერ თანამდებობის დატოვებას რესპუბლიკურ პარტიასთან დაპირისპირებას უკავშირებს, თუმცა სახელმწიფო მინიტრის მოადგილის გათავისუფლება, გავრცელებული ინფორმაციით, ფარული კადრების სკანდალს უკავშირდება.
არაოფიციალური ცნობით, დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმეზე დაკავებული გელა ღურწკაიას ჩვენებით, მეხსიერების ბარათი, სადაც აღნიშნული კადრები ინახებოდა, სანდრო ბრეგაძემ გადასცა. თავად ბრეგაძე ამბობს, რომ ღურწკაია 2012 წლის შემდეგ არ უნახავს.