პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობა" ანა დოლიძეს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ანა დოლიძის წარდგენას სკანდალური ბრალდებები მოჰყვა. ოპოზიცია თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ოკუპანტი ქვეყნის ინტერესების ლობირებაში ადანაშაულებს.

“ნაციონალური მოძრაობის” განცხადებით, 2008 წლის რუსული ინტერვენციის შემდეგ დოლიძე ორგანიზაცია „რუსეთის მართლმსაჯულების ინიციატივასთან“ თანამშრომლობდა, რომლის არაერთი საჩივარი საქართველოს წინააღმდეგ ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ სასამართლოშია შესული.