აქტუალური
თინა ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში საქართველოს ელჩს უმასპინძლა

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინათინ ხიდაშელმა დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულ სამეფოში  საქართველოს ელჩს უმასპინძლა. თამარ ბერუჩაშვილი დიპლომატიურ სამსახურს გაერთიანებულ სამეფოში 1 მარტიდან შეუდგება.

 „ჩვენს სამხედროებს შესაძლებლობა აქვთ, დიდი ბრიტანეთის საუკეთესო სკოლებში მიიღონ განათლება. ვთანამშრომლობთ ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტში“,  – აღნიშნა თინათინ ხიდაშელმა.

 შეხვედრაზე განხილული თემები თამარ ბერუჩაშვილმა შეაჯამა: „ბრიტანეთი საქართველოს ევროატლანტიკური პროცესების ერთ-ერთი ყველაზე უფრო მკაფიო და აქტიური მხარდამჭერია. შეხვედრა, ძირითადად,  თანამშრომლობის იმ პრიორიტეტებს შეეხო, რომლებიც საქართველო-ბრიტანეთის სამხედრო თანამშრომლობის დღის წესრიგში უკვე ფიგურირებს; ასევე შევეხეთ იმ სიახლეებს, რომლებიც გვინდა შევიტანოთ მომავალი წლების განმავლობაში - ეს ეხება კადრების მომზადებას, მეტი ქართველი სამხედროს ჩართულობას იმ ერთობლივ პროექტებში, რომლებიც განხორციელდება; ასევე მაღალ და საშუალო დონეზე ვიზიტების დაგეგმვას, რომლებმაც კიდევ ერთხელ ხელი უნდა შეუწყოს ჩვენი ორმხრივი პარტნიორობის განვითარებას სამხედრო სფეროში“.