სამართალი
"საქინფორმი" სრულებით გამორიცხავს პეტრიაშვილზე ანგარიშსწორების პოლიტიკურ მოტივებს - ეს იყო შურისძიება ეჭვიანობის ნიადაგზე

 საქართველო, 29 თებერვალი, საქინფორმი. შსს 26 თებერვალს, საბურთალოს სასაფლაოზე მდებარე ეკლესიის გვერდზე, ირაკლი ალასანიას პარტია „თავისუფალი დემოკრატების“ გენერალურ მდივან ალექსი (ბუკა) პეტრიაშვილზე განხორციელებულ თავდასხმაში ეჭვმიტანილ ორ მამაკაცს ეძებს, სადაც იგი, თავის სამ მეგობართან ერთად იმყოფებოდა მისი გარდაცვლილი მეგობრის - დიპლომატ ალექსი მიქელაძის საფლავზე, ამ უკანასკნელის დაბადების დღეს. პოლიციისთვის ცნობილია თავდამსხმელების ავტომანქანის მარკა. მათ 5 გასროლა განახორციელეს მაყუჩიანი პისტოლეტიდან, თუმცა პეტრიაშვილს 3 ტყვია აქვს მოხვედრილი. ამასთან, ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელსაც კაპიუშონი ეხურა, პეტრიაშვილს ხელკეტითა და ჩაქუჩით ცემდა. პეტრიაშვილს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა. დაკითხულია მისი მეუღლე - ჟურნალისტი ეკა მიშველძე  და იმ დღეს მის გვერდზე მყოფი ერთ-ერთი მაღალჩინოსანი, კახა საკანდელიძე, რომლის ჩვენებითაც, მას პისტოლეტი დაუმიზნეს და მოკვლით დაემუქრნენ თუ იგი შეეცდებოდა დახამრების აღმოჩენას თავისი მეგობარი პეტრიაშვილისთვის.

 „გამოძიებამ დამისვა შეკითხვები, განვიხილავ თუ არა რაიმე ვერსიებს, მაგრამ მე ძალიან მიჭირს, რამეზე ვიფიქრო. ვერანაირ მოტივს ვერ განვიხილავ, მათ შორის ვერც შურისძიების. ათას რამეზე ვფიქრობ, მაგრამ არ ვიცი რეალური მიზეზები. ამ დანაშაულის ჩამდენი აუცილებლად უმკაცრესად უნდა დაისაჯოს, მნიშვნელობა არ აქვს, ეს იქნება პოლიტიკოსი თუ რიგითი ადამიანი, - აცხადებს ეკა მიშველაძე.

 

 "საქინფომი" სრულებით გამორიცხავს ალექსი პეტრიაშვილზე თავდასხმის პოლიტიკურ მოტივებს და პირადი მოტივების გამო შურისძიების ვერსიისკენ იხრება.

 მომხდარისთვის პოლიტიკური სარჩულის დადების მიზნით ატეხილი ხმაური, როგორც მინიმუმ, არასერიოზულია და სამწუხაროა, რომ ეს დაიჯერა თავად აშშ-ის ელჩმა საქართველოში იან კელიმ, რომელმაც შესაბამისი განცხადებაც გააკეთა.

 ალექსი პეტრიაშვილი სახელმწიფო სამსახურში ყოფნის დროსაც - საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის „უპორტფელო“ მინისტრობისას - არ წარმოადგენდა გავლენიან პოლიტიკოსს, მით უმეტეს, გადადგომის შემდეგ მისი ფიგურა არ შეიძლებოდა დამუქრებოდა ვისამე პოლიტიკურ ინტერესებს. ალასანიას პარტია "თავისუფალი დემოკრატები" გახლავთ დაბალი რეიტინგის პოლიტიკური სუბიექტი და მისი გენმდივნის თანამდებობა, რომელსაც პეტრიაშვილი იკავებდა, კონკურენტებისთვის საფრთხეს არ შეიცავდა.

 სავარაუდოდ, გამოძიება უკვე დაინტერესდა იმით, თუ რა ხდებოდა ბუკა პეტრიაშვილისა და ეკა მიშველაძის პირად ცხოვრებაში დაწყვილებამდე.

 ეკა მიშველაძე მანამდე უკვე იყო გათხოვილი, მას ორი შვილი ჰყავს. ასევე საუბრობენ მის სასიყვარულო კავშირზე ფოთის საზღვაო პორტის ტერმინალის მფლობელ სოსო დოლიძესთან. ასევე, გავრცელებული ხმებით, ეკა მიშველაძე პეტრიაშვილის გაცნობამდე ხვდებოდა ქართველ მხატვარს, რომელიც აშშ-ში ცხოვრობს.

 ორი შვილი ჰყავს ბუკა პეტრიაშვილსაც. უწინ ისიც დაქორწინებული იყო, ორი წლის წინ თბილისში მისი და ხატია შამუგიას რომანზე ლაპარაკობდნენ, ეს უკანასკნელი ამას დღემდე უარყოფს.

 ალბათ, გამოძიებამ უკვე იცის - ვინ და რატომ ემუქრებოდა ეკა მიშველაძის ქმარს - ბუკა პეტრიაშვილს - ბოლო ხანებში, სად ცხოვრობს ეს პიროვნება და, ასევე, მის კავშირზე ქურულ სამყაროსთან.

 საქინფორმი ვარაუდობს, რომ თავდამსხმელები დიდი ხანია საქართველოში აღარ არიან და იმყოფებიან უცხოეთში, მაგალითად - რუსეთში, სადაც ისინი თავდასხმის შემდეგ მაშინვე გაფრინდნენ.