საზოგადოება
"2012 წლის არჩევნები წინ გადადგმული ნაბიჯი იყო, ახლა შემდგომი ამოცანაა საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები" – იან კელი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში აშშ-ის ელჩი იან კელი აცხადებს, რომ საქართველომ საერთაშორისო სტანდარტების მორიგი არჩევნები უნდა ჩაატაროს.  ამ კონტექსტში ელჩი მედიის თავისუფლების მნიშვნელობას უსვამს ხაზს.

 „ამ პროცესში განსაკუთრებული მისია აკისრია თავისუფალ მედიას, რომელიც ხელმისაწვდომი უნდა იყოს საზოგადოებისთვის. შესაბამისად, ხალხს ექნება ობიექტური ინფორმაცია და შესაძლებლობა, რომ გააკეთოს ისეთი არჩევანი, რაც მაქსიმალურად გამოხატავს მის ინტერესებს. ჩვენი მისია ამ პროცესში არის ის, რომ ვიყოთ დამოუკიდებელი დამკვირვებლები, ისევე, როგორც სხვა საერთაშორისო ორგანიზაციები", - აღნიშნავს ელჩი.