სამართალი
შსს-მ პოლიციელების მიმართ წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით სამი პირი დააკავა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის ლაგოდეხის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა შენგელი ტ., მურმან . და ომარ . წინასწარი შეთანხმებით, ჯგუფის მიერ პოლიციელების მიმართ ჩადენილი წინააღმდეგობის, მუქარის და ძალადობის ბრალდებით დააკავეს.

შეტყობინების მიღებისთანავე სამართალდამცველები შემთხვევის ადგილზე გავიდნენ, სადაც, წინასწარი ინფორმაციით, ხეტყე უკანონოდ იჭრებოდა. ადგილზე მისვლამდე პოლიციელებმა ლაგოდეხის რაიონის სოფელ ფოდაანში საეჭვოდ მოძრავი „ფორდ-ტრანზიტის“ მარკის მიკროავტობუსი შენიშნეს. სამართალდამცველებმა ავტომანქანა შემოწმების მიზნით გააჩერეს, რა დროსაც მიკროავტობუსის მძღოლმა შენგელი ტ- პოლიციელებს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.

შენგელი ტ-ს დაკავების მომენტში ინციდენტში ჩაერივნენ იმავე ტერიტორიაზე მყოფი მურმან . და ომარ . თანმხლებ პირებთან ერთად.

შემთხვევაში მონაწილე სხვა პირების დადგენა-დაკავების მიზნით ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები მიმდინარეობს.