სამართალი
შსს-მ თელავში მომხდარი მკვლელობა ცხელ კვალზე გახსნა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წარსულში ნასამართლევი გ. . განზრახ მკვლელობის ბრალდებით ცხელ კვალზე დააკავეს.

ბრალდებულმა თელავის რაიონში ურთიერთშელაპარაკებისას ვ. . ცივი იარაღით დაჭრა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დაჭრილი მამაკაცი საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.