სამართალი
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა რიტა ბ. და ვუკარ კ. პოლიციელების კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის ბრალდებით თბილისში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები 21 თებერვალს ისანი-სამგორის
სამმართველოს ფონიჭალის პოლიციის განყოფილებაში შეიჭრნენ და პოლიციელებს
სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს.
ისინი არ დაემორჩილნენ პოლიციელების კანონიერ მოთხოვნას, დაეტოვებინათ შენობა და შეეწყვიტათ თავიანთი უკანონო ქმედება, და პოლიციის თანამშრომლებს საქმიანობაში ხელს უშლიდნენ.