აქტუალური
საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ამერიკის ელჩი აცხადებს, რომ მედიის თავისუფლება მომავალ არჩევნებში გადამწყვეტი იქნება. გაზეთ “რეზონანსისთვის” მიცემულ ინტერვიუში იან კელი ამბობს, რომ საზოგადოებას ინფორმირებული არჩევანი უნდა ჰქონდეს.
ამერიკელი დიპლომატი “რუსთავი 2”–ის წინააღმდეგ მიმდინარე კამპანიასაც ეხმიანება.
"რუსთავი 2”-ის შემთხვევაში იყო საფრთხე, რომ ეს პრინციპი დარღვეულიყო, რადგანაც ტელეკომპანიაში მენეჯმენტის ცვლილებას, შესაძლოა, ზეგავლენა მოეხდინა მისი, როგორც ოპოზიციური არხის სარედაქციო პოლიტიკაზე. ამიტომაც მაშინ არაერთხელ გამოვხატეთ ჩვენი პოზიცია და შეშფოთება ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება მედიაზე ზეწოლას, არ ვთვლით, რომ ხელისუფლება ამითაა დაკავებული“, - აღნიშნავს იან კელი.