აქტუალური
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის (IPRM) რიგით 63-ე შეხვედრა გაიმართა

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლებმა შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით მოქალაქეების დაკავების ფაქტებზე ისაუბრეს. საუბარი ასევე შეეხო ოკუპაციის ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე უკანონოდ აღმართული მავთულხლართებით, ღობეებითა და ე.წ. „საზღვრის აღმნიშვნელი“ ბანერებით შექმნილ მძიმე ვითარებას, რომელიც ოკუპაციის ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადგილობრივ მოსახლეობას მნიშვნელოვან პრობლემებს უქმნის.

განსახილველ საკითხებს შორის იყო საეჭვო ვითარებაში გარდაცვლილი დავით ბაშარულის და უგზო-უკვლოდ დაკარგული გრიგოლ ნალბანდოვის საქმეები.