საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის მოადგილის მარიამ ვალიშვილის განცხადებით, "გაზპრომთან" შეხვედრა კვლავ შედგება, რადგან წინა შეხვედრაზე შეთანხმება ვერ შედგა. მისი თქმით, შეხვედრები გაგრძელდება იქამდე, სანამ არ იქნება შეთანხმება.
"ჩვენ პრინციპულად არ ვართ წინააღმდეგი, გადავიდეთ თანხობრივ ანაზღაურებაზე, მაგრამ გააჩნია, რამდენი იქნება ეს თანხა", - განაცხადა ვალიშვილმა.
"აზერბაიჯანთან მიდის მუშაობა ხელშეკრულების გარკვეულ პირობებზე, რომლებიც უნდა გადაიხედოს და ეს შეეხება ფასებს, საფასო პოლიტიკას, გარკვეულ მოცულობებს, ასევე ტექნიკურ დეტალებს. 29 თებერვალს იგეგმება ვიცე-პრემიერის ვიზიტი "სამხრეთის გაზის დერეფნის" მინისტერიალზე. იმედი გვაქვს, რომ ამ ვიზიტის ფარგლებში შეთანხმდებიან ქართულ-აზერბაიჯანული მხარეები იმ პრინციპებზე, რა პრინციპებითაც უნდა გავაგრძელოთ მუშაობა", - აღნიშნა მარიამ ვალიშვილმა.