საზოგადოება
„საქართველო მაშინ გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის“ – იან კელი

 საქართველო, 26 თებერვალი, საქინფორმი. აშშ-ის ელჩი საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების საკითხთან დაკავშირებით აცხადებს, რომ საქართველო მაშინ გახდება ნატო-ს წევრი, როდესაც თავად ნატო იქნება მზად ამისთვის.

 "საქართველო ნატოს მნიშვნელოვანი პარტნიორია. ჩვენ გვჯერა, რომ თქვენი ქვეყანა გახდება ალიანსის წევრი და მესამე მხარეს ამ გადაწყვეტილებაზე ვეტოს უფლება არ აქვს. საქართველო აქტიურადაა ჩართული ნატო-ს სხვადასხვა პროგრამასა და მისიაში და ყველა ინსტრუმენტი აქვს, რომ რეფორმები გააგრძელოს და ორგანიზაციის სტანდარტები დააკმაყოფილოს. მე კარგად ვიცი ნატო-ს სუსტი და ძლიერი მხარეებიც, რადგანაც ამ ორგანიზაციაში 3 წელი ვიმუშავე. სისუსტე, ალბათ, ისაა, რომ რაიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად ყველა - 28 წევრის თანხმობაა საჭირო, რაც არ არის მარტივი პროცესი. მაგრამ არსებობს ძლიერი მხარეც - თუ ერთხელ პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება მიღებული, ალიანსი ამას მტკიცედ დაიცავს", - განაცხადა იან კელიმ გაზეთ "რეზონანსისთვის" მიცემულ ინტერვიუში.