საზოგადოება
კორკოტაშვილი: ”ჩიჩახვი შხამით გაქვთ ამოვსებული და აღარ იცით, სად ანთხიოთ, იმიტომ, რომ ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, თქვენ კი მონები ხართ!“ (ვიდეო)

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. გია კორკოტაშვილის რუსულ ტელეარხზე გამოჩენამ და უსპენსკაიასთან ერთად სიმღერამ საზოგადოებაში დიდი რეზონანსი გამოიწვია (ვიდეო იხ. აქ). სწორედ ამ თემაზე სასაუბროდ მიიწვიეს კორკოტაშვილი ტელეკომპანია “პირველში”, სადაც მან, კერძოდ, განაცხადა:

 „ამ ჭიაღუების დამოკიდებულება სასაცილოდ მიმაჩნია. ერთ-ერთი წერდა ასეთ რამეს -ანდროპოვის სული დაესიზმრა პუტინს, პუტინი ადგა, დაუძახა ურგანტს და უთხრა - შენ დღეს გადაცემაში უნდა ამღერო გია კორკოტაშვილი, იმიტომ რომ მე ხომ რუსეთის აგენტი ვარ... თქვენ ხომ გაქვთ უფლება, ვინც გინდათ, ის გიყვარდეთ. მე ტაშს დაგიკრავთ, თუ საქართველოსთვის რამეს კარგს გააკეთებთ, თქვენ კი ჩიჩახვი შხამით გაქვთ ამოვსებული და აღარ იცით, სად ანთხიოთ. ფეისბუქზე დაახლოებით 103 ათასმა ადამიანმა ჩემი საქციელი მოიწონა, დანარჩენმა ჭიაღუებმა, 3-4- ათასმა გამაკრიტიკა. დღეს ჩვენ უფრო ბევრნი ვართ, რადგან თქვენ ხართ ნარჩენები და მონები. თქვენ ის ხალხი არა ხართ, თქვენმა იმამმა - მიშამ რომ მთელი სტრატეგიული ობიექტები დაარიგა? მე ერთხელ ჩავედი და ვიმღერე, მან კი ყველაფერი დაარიგა, რაც კი საქართველოშია. ახლა განსაჯეთ, ვინ არის კრემლის აგენტი!”