საზოგადოება
გიორგი ალიბეგაშვილმა და რიმა ბერაძემ იუნკერთა ხსოვნას პატივი მიაგეს

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილი და საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“თავმჯდომარე რიმა ბერაძე,  დედაქალაქის მერთან და საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან ერთად, 1921 წელს დაღუპულ იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ.

1921 წლის 23 თებერვალს რუსეთის არმიის წინააღმდეგ კოჯორ-ტაბახმელასთან ბრძოლაში დაღუპულ იუნკერთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი საქართველოს პარლამენტის ეზოში მდებარე ხარების სახელობის სამლოცველოში ჩატარდა, რის შემდეგაც თბილისის საკრებულოს თავმჯდომარემ, პარლამენტის თავმჯდომარის პირველ მოადგილე მანანა კობახიძესთან და დედაქალაქის მერთან  ერთად, იუნკერთა ხსოვნისადმი მიძღვნილი მემორიალური დაფა გვირგვინით შეამკო და შეკრებილ საზოგადოებას სიტყვით მიმართა.

ღონისძიებას საქართველოს პარლამენტისა და მთავრობის წევრებთან, თბილისის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებთან ერთად იუნკერთა შთამომავლები და ჩოხოსნები ესწრებოდნენ.