სამართალი
შსს-მ უკანონო იარაღი ამოიღო

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს მეშვიდე განყოფილების თანამშრომლებმა დავით . ცეცხლსასროლი იარაღის და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარების ბრალდებით თბილისში, კოსტავას ქუჩაზე დააკავეს.

სამართალდამცველებმა დავით მ-ს პირადი ჩხრეკისას „მაკაროვის“ სისტემის არარეგისტრირებული პისტოლეტი, 1 მჭიდი და 8 საბრძოლო ვაზნა ამოიღეს. დაკავებული აღიარებს ჩადენილ დანაშაულს.