სამართალი
საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტისა და ისანი-სამგორის სამმართველოს თანამშრომლებმა რუსეთის ფედერაციის მოქალაქე ელჩინ ი. თბილისში დააკავეს.
გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, თანამზრახველებთან ერთად, მიმდინარე წლის 19 თებერვალს, ცოლად მოყვანის მიზნით თავისუფლება აღუკვეთა ფონიჭალაში მცხოვრებ სამირა ბ-ს. ელჩინ ი-ს თანამზრახველების დასაკავებლად მიმდინარეობს ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებები.