პოლიტიკა
ლევან მამალაძე: „ოცნებაში“ ჩანერგილი უსუფა-ხიდაშლები სააკაშვილს ვეღარ უშველიან“

 საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. „ოდესის გუბერნატორს საპარლამენტო არჩევნებში ხმების გაზრდის არანაირი შანსი არ აქვს", - ასე ეხმაურება სტრატეგიული დაგეგმარების ცენტრის ხელმძღვანელი ლევან მამალაძე საქართველოს ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ინტერვიუს, რომელიც რამდენიმე დღის წინ „რუსთავი 2"-ის ეთერში გავიდა.

 „მიშა რას გეგმავს ოდესიდან საქართველოში სიტუაციის ასარევად, დაზუსტებით ვიცი.

 ოდესის გუბერნატორს საპარლამენტო არჩევნებში ხმების გაზრდის არანაირი შანსი არ აქვს. მისი რეიტინგი 8% არ აღემატება. მოსახლეობის 70 % მხარს არ უჭერს მოძალადე სააკაშვილს და არც ცრუპენტელა მმართველ გუნდს. სააკა ნაბარტყი პარტიებით ხალხს ვეღარ მოატყუებს, მისი ემისრები დადიან რაიონში და ყველგან სახალხო ხელისუფლება ხვდება! ამის გამო ყარა გაცოფებულმა დუჟები!

 სააკას ტექნოლოგებმა კარგად იციან, რომ არჩევნებში სახალხო ხელისუფლება გაიმარჯვებს! მიშას ვერ უშველის „ოცნებაში" ჩანერგილი უსუფა-ხიდაშლები, პროკურატურას შეფარებული ზონდერები და მოსყიდული მოსამართლეები. მიშა სააკაშვილს ეროვნულ ინტერესთა ღალატისთვის, საქართველოს დახლეჩისთვის, ადამიანების ამოხოცვისა და გაუბედურებისთვის ქართველი ხალხი გაასამართლებს. უკეთეს შემთხვევაში, მას იძულებით მკურნალობას დაუნიშნავენ ფსიქიატრიულ კლინიკაში", - აცხადებს ლევან მამალაძე.