საქართველო, 25 თებერვალი, საქინფორმი. ავსტრიაში ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ვენის დიპლომატიურ აკადემიას ესტუმრა. თავდაცვის უწყების ხელმძღვანელს აკადემიის დირექტორმა ჰანს ვინკლერმა და ევროპისა და უსაფრთხოების პოლიტიკის ავსტრიული ინსტიტუტის პრეზიდენტმა ვერნერ ფასლაბენდმა უმასპინძლეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ თინათინ ხიდაშელი სიტყვით გამოვიდა თემაზე „კონფლიქტები აღმოსავლეთ ევროპაში: გამოწვევები და გაკვეთილები ევროპული უსაფრთხოებისთვის“. საჯარო გამოსვლისას საქართველოს თავდაცვის მინისტრმა საქართველოს წინაშე მდგარ გამოწვევებზე, რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე და რუსეთის როლზე ისაუბრა.
ვიზიტის ფარგლებში თინათინ ხიდაშელი ეუთოს გენერალურ მდივანს ლამბერტო ძანიერს, ავსტრიის რესპუბლიკის ეროვნული საბჭოს მე-2 პრეზიდენტს კარლჰაინც კოფს და ეუთო-ში ნატო-ს წევრი სახელმწიფოების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა.