საზოგადოება
მეცენატი ბიძინა ივანიშვილი ურეკში რამდენიმე მილიონ დოლარად 10,000-კაციან საკონცერტო დარბაზს აშენებს

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. მეცენატი ბიძინა ივანიშვილი საქართველოს მორიგ საჩუქარს უკეთებს. ურეკში თანამედროვე დიზაინის საკონცერტო დარბაზი შენდება, რომელსაც მსოფლიოში ანალოგი არ აქვს. წინასწარი ინფორმაციით, მას 26 მაისს – საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს გრანდიოზული კონცერტით გახსნიან. პროექტს ფონდი "ქართუ" აფინანსებს.

 საკონცერტო დარბაზი 10 ათას მაყურებელზეა გათვლილი. ის აღჭურვილი იქნება ლითონის კონსტრუქციის მოძრავი სახურავით, რომელსაც კომპანია "ელიტაბურჯი" აკეთებს.

 ცნობისათვის: მშენებლობა რამდენიმე მილიონი დოლარი დაჯდება. ფონდი „ქართუ“ და კომპანია „ელიტაბურჯი“ მეცენატის, მილიარდერისა და საქართველოს ექსპრემიერი ბიძინა ივანიშვილის საკუთრებაა.