სამართალი
მამუკა ახვლედიანი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს უჩივლებს

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის თქმით, საბჭომ გადაწყვეტილება მისი გადაყენების შესახებ დარღვევებით მიიღო.

 „ტერმინი მოკვლევა, მგონი, შევარდნაძის ბოლო წლებშიც აღარ იყო ეს სიტყვა. ჩემთვის გასაკვირია, როდესაც საბჭოს მდივანი, რომელიც არის იმ საგამოცდო კომისიის თავმჯდომარე, თვითონვე ახდენს თავის კომისიაში, კომისიის გარეშე ე.წ. მოკვლევას და შემდგომ კაცმა არ იცის, რა მასალები გადააგზავნეს პროკურატურაში, როგორ გამოარკვია ეს საკითხები, როდესაც ამ საკითხში ჩართულია სასამართლო სისტემის ძალიან ბევრი მაღალჩინოსანი. უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარემ გამოჰკითხა ეს ხალხი თუ როგორ გაიგო, რომ არავინ არის ჩართული ამ საკითხებში“, - განაცხადა მამუკა ახვლედიანმა.