სამართალი
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. სასამართლოს გადაწყვეტილებით გიგი უგულავას 50-ათას ლარიანი გირაო მოუხსნეს. ასევე უნდა გაუქმდეს ყადაღა დედაქალაქის ყოფილი მერის საცხოვრებელ ბინაზე, რომელიც გირაოს უზრუნველსაყოფად იყო გამოყენებული. პროკურორი გირაოს შესახებ გადაწყვეტილების გასაჩივრებას გეგმავს. პროცესზე გიგი უგულავას ადვოკატმა ბექა ბასილაიამ კიდევ ერთი შუამდგომლობა დააყენა. მას სურდა, საქმეს მტკიცებულებად დართვოდა ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის პედრო აგრამუნტის განცხადება, სადაც მან აღნიშნა, რომ უკრაინასა და საქართველოში პოლიტიკური პატიმრები არიან. თუმცა, მოსამართლემ ეს შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა.
გიგი უგულავას საქმეზე პროცესი პირველ მარტს განახლდება.