სამართალი
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის გლდანი-ნაძალადევის სამმართველოს პირველი განყოფილების თანამშრომლებმა გივი გ. საბრძოლო მასალის და ფეთქებადი ნივთიერების მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვის და ტარების ბრალდებით თბილისში დააკავეს.
სამართალდამცველებმა დაკავებულის მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილის ჩხრეკისას „ერ-გე 42“ ტიპის ხელყუმბარის კორპუსი და „უ-ზე-ერ-გე-ემ“ ტიპის 2 ამფეთქი ფალია ამოიღეს.