პოლიტიკა
საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში გამართულ შეხვედრაზე პოლიტიკურ-ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხები განიხილეს. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტს ევროკავშირთან ვიზების ლიბერალიზაციის პროცესის დროულად დასრულების მნიშვნელობაზე ესაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების შეფასებით, საქართველომ ყველა ტექნიკური მოთხოვნა წარმატებით შეასრულა.
ჩეხეთის რესპუბლიკის პრეზიდენტმა მილოშ ზემანმა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი სრული მხარდაჭერა გამოთქვა.
შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ჩეხეთის რესპუბლიკა მზადაა, პოლიტიკურ თანამშრომლობასთან ერთად საქართველოსთან ეკონომიკური და საინვესტიციო პარტნიორობა განავითაროს.