უცხოეთი
ვიკილიქსი: ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ბენ კი მუნს, მერკელსა და ნეთანიაჰუს უსმენდა

 საქართველო, 24 თებერვალი, საქინფორმი. ვიკილიქსი ახალ სკანდალურ მასალებს აქვეყნებს. ინტერნეტპორტალი ირწმუნება, რომ ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო მსოფლიო ლიდერთა სატელეფონო საუბრებს უსმენდა.

ვიკილიქსის გვერდზე გამოქვეყნებული მასალების თანახმად, ამერიკელების ყურადღების ცენტრში ანგელა მერკელისა და ბენ კი მუნის შეხვედრა იყო, რომელზეც კლიმატის ცვლილებებთან ბრძოლის საკითხები განიხილებოდა.

ვიკილიქსის მტკიცებით, ამერიკის ეროვნული უსაფრთხოების სააგენტო ასევე უსმენდა ბენიამინ ნეთანიაჰუსა და იტალიის ყოფილი პრემიერის სილვიო ბერლუსკონის საუბარს, შედეგად გაირკვა, რომ ისრაელის პრემიერი ყოფილ კოლეგას ბარაკ ობამასთან ურთიერთობის დარეგულირებაში დახმარებას სთხოვდა.