უცხოეთი
ნატომ განაცხადა, რომ არ აპირებს ევროპაში სამხედრო ძალების განთავსებით რუსეთს დაემუქროს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. როგორც ცოტა ხნის წინ ნატო-ს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარემ გენერალმა პეტრ პაველმა აღნიშნა, მართალია ალიანსი განიხილავს პოლონეთსა და ბალტიის ქვეყნებში ნატო-ს ყოფნის გაძლიერების გზებს, თუმცა ნატო-ს წევრი ქვეყნების უმრავლესობას რუსეთთან კომუნიკაციის გაზრდა სურს: “ისეთ ქვეყანასთან როგორიც რუსეთია, რომელიც ძალას სცემს პატივს, ჩვენ სიძლიერე ჩვენი დამოუკიდებლობის მისაღწევად გვჭირდება.“-განაცხადა გენერალმა.

 „საუბარია ნატოს სამხედრო ძალების განთავსებაზე  პოლონეთში, ბალტიისპირეთის ქვეყნებში, ასევე რუმინეთსა და ბულგარეთში დაახლოებით ერთი ბრიგადის შემადგენლობით, ანუ დაახლოებით 5 ათასი სამხედრო მოსამსახურით და, რა თქმა უნდა, რუსეთისთვის ეს არავითარ სამხედრო მუქარას არ წარმოადგენს“, – განაცხადა გენერალმა.