საზოგადოება
დამასკოში მომხდარ აფეთქებებზე პასუხისმგებლობა „ისლამურმა სახელმწიფოს" ბოევიკებმა აიღეს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი.  თავდასხმებს, ბოლო მონაცემებით, 140 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავებულთა რაოდენობა კი 300-ს აღწევს.

ტერაქტები რამდენიმე საათიანი ინტერვალით ჰომსსა და დამასკოში მოაწყვეს. დამასკოში 4 აფეთქება, რომელშიც თვითმკვლელი ტერორისტებიც მონაწილეობდნენ, შიიტურ რაიონში მოხდა. შედეგად 83 ადამიანი დაიღუპა. ჰომსში კი ორი დანაღმული მანქანა ალავიტებით დასახლებულ უბანში ააფეთქეს. თავდასხმას 57 ადამიანი ემსხვერპლა.