სამართალი
საპოლიციო კონტროლის შედეგად გამოვლინდა სისხლის სამართლის დანაშაულის 101 და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრომ, დანაშაულის პრევენციის და საზოგადოებრივი წესრიგის დაცვის მიზნით, მთელი ქვეყნის მასშტაბით სპეციალური საპოლიციო კონტროლი განახორციელა. გამოვლენილია სისხლის სამართლის დანაშაულის 101 ფაქტი, მათ შორის: ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების 20 ფაქტი; ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვის 15 ფაქტი; ნარკოტიკების განმეორებით უკანონო მოხმარების 24 ფაქტი; ქურდობის (სსკ-ის 177-ე მუხლი) 28 ფაქტი.

 სამართალდამცველებმა გამოავლინეს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა 769 ფაქტი.

სამართალდამცველებმა, ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, 4 ავტომატი, 1 შაშხანა, გადაჭრილი სანადირო თოფი, 5 პისტოლეტი, 57 ხელყუმბარა, 4 კაფსულა-დეტონატორი და სხვადასხვა კალიბრის 732 ვაზნა ამოიღეს. ასევე ამოღებულია 73 აბი სუბუტექსი, 1 შეკვრა ბუპრენორფინი, 5 შეკვრა „ბიო“, 6 აბი და აბის ნატეხი სუბოქსინი, 3 გრამი ჰეროინი, 2 შეკვრა მარიხუანა და 1 შეკვრა მცენარეული მასა.

 შედეგად სისხლის სამართლის დანაშაულისთვის დაკავებული იქნა 37 პირი.