სამართალი
საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ მამუკა ახვლედიანი თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარეობიდან გადააყენა.
გადაწყვეტილებას საბჭოს ყველა წევრმა დაუჭირა მხარი, ვახტანგ მჭედლიშვილის გარდა.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ამ საკითხის განხილვა საბჭოს ერთ-ერთი წევრის ანგარიშს მოჰყვა, რომელშიც ლაპარაკი იყო მამუკა ახვლედიანის მიერ მიღებულ ისეთ გადაწყვეტილებებზე, რომლებიც არ შედიოდა მის კომპეტენციაში.
ამ კითხვებზე პასუხის მისაღებად ახვლედიანი ჯერ სხდომაზე მიიწვიეს, უარის შემდეგ კითხვები ელექტრონული ფოსტით გაუგზავნეს, შემდეგ კი თანამდებობიდან გაათავისუფლეს. თუმცა, ახვლედიანს მოსამართლის სტატუსი უნარჩუნდება.