სამართალი
"თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს?" - კახიშვილი

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სასჯელაღსრულების მინისტრი კახა კახიშვილ დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის წინააღმდეგია.

 „თუ კომისარიატი გამოიძიებს უწყებაში მომხდარ დანაშაულს, კომისარიატში ჩადენილ დანაშაულს ვინღა გამოიძიებს? მაშინ კომისარიატის კომისარიატი უნდა შევქმნათ და ა.შ. თანამდეობრივი დანაშაული თავიდან ბოლომდე უნდა იყოს პროკურატურის გამოსაძიებელი. დღევანდელი საპროცესო კოდექსის მიხედვით, ფაქტობრივად ნებისმიერ უწყებაში გამოძიებას ზედამხედველობს პროკურატურა და რომც შეინიშნებოდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნები თანამდებობის პირის მიმართ და უწყებაში იყოს, დამიჯერეთ ნებისმიერი პროკურორი ამას დაადგენს და საქმეს წაიღებს გამოსაძიებლად", - განაცხადა კახა კახიშვილმა.

 კახა კახიშვილი სასტუმრო "ჰოლიდეი ინნ"-ში ფონდ "ღია საზოგადოება – საქართველოს" ორგანიზებით გამართულ კონფერენციას დაესწრო, რომელზეც წარმოდგენილი იქნა 20-მდე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ შემუშავებული კანონპროექტი დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნის შესახებ.