პოლიტიკა
ევროკავშირის სპეციალური დანაყოფი რუსული პროპაგანდის შესახებ მოხსენებას ამზადებს

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. ევროკავშირის სპეციალური დანაყოფი რუსული პროპაგანდის შესახებ მოხსენებას ამზადებს. აღმოსავლეთ სტრატკომი ევროპარლამენტს სთხოვს, რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგოდ ევროკავშირის შესახებ ინფორმაციების გავრცელებას შეუწყოს ხელი.

დოკუმენტში, რომელსაც ევროკავშირი ივნისში განიხილავს, რუსეთის მეზობელ ქვეყნებში, მათ შორის საქართველოსა და უკრაინაში კრემლის პროპაგანდის გავრცელებაზეა საუბარი. თემაზე მომხსენებელი პოლონელი ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა იქნება.

სტრატკომის ხელმძღვანელი ჯილ პორტმანი არწმუნებს ევროპარლამენტარებს, რომ რუსული პროპაგანდა უკვე შეეხო არამხოლოდ აღმოსავლეთ ევროპას, არამედ დასავლეთ ევროპის მაცხოვრებლებსაც.

მისი თქმით, დასავლეთ ევროპაშიც განიცდიან რუსული პროპაგანდის გავლენას და არანაკლებ ცუდად არიან ინფორმირებული ევროკავშირის შესახებ.