პოლიტიკა
პრემიერი კვირიკაშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის პრეზიდენტ სერგეი სტანიშევს შეხვდა

 საქართველო, 23 თებერვალი, საქინფორმი. სამუშაო საუზმეზე საუბარი სამომავლო თანამშრომლობის საკითხებს შეეხო.

 გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“, როგორც სოციალ-დემოკრატიული პოლიტიკური ორგანიზაციისათვის, საერთაშორისო თანამშრომლობა მნიშვნელოვანია და სერგეი სტანიშევს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

 მხარეები შეთანხმდნენ, რომ წლის განმავლობაში გაიმართება სამუშაო შეხვედრები, რომლებზეც თანამშრომლობის გრძელვადიანი გეგმა შემუშავდება.

 საუბარი საქართველოში განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებსაც შეეხო.

 შეხვედრას „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ აღმასრულებელი მდივანი ირაკლი კობახიძე დაესწრო.