საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. უკრაინაში მმართველი კოალიცია დაიშალა. ფრაქცია " Самопомощь"–მა განაცხადა, რომ მმართველ საპარლამენტო კოალიცია "ევროპულ უკრაინას" ტოვებს. ამის შესახებ "ბიბისის" რუსული გამოცემა იტყობინება." Самопомощь"–ის გასვლით საპარლამენტო უმრავლესობა დაიშალა, რადგან კოალიციაში საჭირო 226-ზე ნაკლები დეპუტატი (217) დარჩა. როგორც პარტიაში აცხადებენ, ისინი ისეთ პარტიებთან ვერ ითანამშრომლებენ, რომლებიც პარლამენტში ოლიგარქიული გადატრიალების მონაწილეები გახდნენ.
შეგახსენებთ, რომ უკრაინაში სამთავრობო კრიზისია. დეპუტატთა ნაწილი პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენუკის გადადგომას მოითხოვს. პრემიერ-მინისტრ არსენი იაცენიუკის თანამდებობაზე დარჩენის გასაპროტესტებლად კოალიცია იულია ტიმოშენკოს "ბატკივშინამაც" დატოვა. გასული წლის სექტემბერში კი მმართველი კოალიცია ოლეგ ლიაშკოს პარტიამაც დატოვა.