საზოგადოება
ვანო მაჭავარიანმა პაატა ბურჭულაძის ფონდი დატოვა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. პაატა ბურჭულაძის „საქართველოს განვითარების ფონდი“ მისმა აღმასრულებელმა დირექტორმა ვანო მაჭვარიანმა დატოვა. აღმასრულებელი დირექტორის პოსტს პაატა ბურჭულაძე დაიკავებს, ვანო მაჭავარიანი კი ფონდთან თანამშრომლობას ხელშეკრულების საფუძველზე გააგრძელებს.

 „საქართველოს განვითარების ფონდმა“ განცხადება გაავრცელა, სადაც პაატა ბურჭულაძე ქვეყანაში შექმნილ ჩიხურ მდგომარეობაზე საუბრობს.

 „ქვეყნის მდგომარეობა ყოველდღიურად შედის ჩიხში, ეს მავნე პროცესი კარგად ჩანს ქვეყნის მძიმე ეკონომიკურ და სოციალურ რეალობაში“, - ამბობს პაატა ბურჭულაძე, რის გამოც, მისივე თქმით, „საქართველოს განვითარების ფონდს“ უშუალოდ უხელმძღვანელებს. მნიშვნელოვანი და აუცილებელია, რომ კიდევ უფრო აქტიურად ვუხელმძღვანელო ჩემივე დაფუძნებულ ორგანიზაციას და უშუალოდ შევხვდე საზოგადოებას, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს ბრძოლა ქვეყნის ეფექტური განვითარებისთვის“, – აცხადებს ბურჭულაძე.