საზოგადოება
„სააკაშვილის განკარგულებით, 9 მილიონი აშშ დოლარის ღირებულების ქონება 1 ლარად გასხვისდა“ - აფბა

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაცია – აფბა ეხმიანება ნაციონალური მოძრაობის პერიოდში მიწების პრივატიზაციის პროცესში არსებული დარღვევების პრობლემას. ამასთან დაკავშირებით ასოციაციის ანალიტიკოსმა ზურა კუკულაძემ საინფორმაციო სააგენტო „პირველის“ პრესკლუბში ისაუბრა.

 „ქობულეთში, სოფელ ციხისძირში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 90 378 კვადრატული მეტრი არასასოფლოსამეურნეო მიწის ნაკვეთი და მასზე დამაგრებული 199 კვადრატული მეტრი შენობა-ნაგებობა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის 2011 წლის 3 აგვისტოს განკარგულებით, პირდაპირი მიყიდვის ფორმით, სიმბოლურ ფასად – 1 ლარად საკუთრებაში გადაეცა პანამაში, ოფშორულ ზონაში დარეგისტრირებულ კომპანიას REDMAN FEDERATION INC-”, - განაცხადა ზურა კუკულაძემ.

 აფბა-ს მოკვლევით, აღნიშნული ქონების საბაზრო ღირებულება დაახლოებით 9 მილიონი აშშ დოლარია. აქ ლაპარაკია არა მხოლოდ ფინანსურ დანაკარგზე, რაც სახელმწიფოს შეიძლებოდა აღნიშნული ქონების პრივატიზაციით მიეღო, არამედ აჭარის რეგიონში საინვესტიციო პროცესის შეფერხებაზე“, – აცხადებს აფბა-ს ანალიტიკოსი.