საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ამ განცხადებას საქართველოს, თურქეთისა და აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრები აკეთებენ.
“ტერორისტულ ორგანიზაციებს შორის არ არის განსხვავება და საერთაშორისო თანამეგობრობამ ეს კარგად უნდა გააცნობიეროს. ისლამური სახელმწიფოს წინააღმდეგ ბრძოლა უნდა მოიცავდეს სხვა ტერიტორისტულ ორგანიზაციებთან ბრძოლასაც. ტერორისტულ დაჯგუფებებთან რამე სახის კავშირის დამყარება ძალიან სახიფათოა”, - განაცხადა თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
„რეგიონული უსაფრთხოება მოითხოვს ჩვენს სამმხრივ ურთიერთობას. ჩვენ კიდევ უფრო ახლოს უნდა დავდგეთ ერთმანეთთან და გავაძლიეროთ თანამშრომლობა”, - აღნიშნა აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა.
„ჩვენ ერთად ვართ ამ ბრძოლაში ტერორიზმის წინააღმდეგ და მაქსიმალურად ვითანამშრომლებთ, ვიქნებით მჭიდრო კავშირში იმისთვის, რომ დავამარცხოთ ეს გლობალური საფრთხე“, - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ.