სამართალი
საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. საგარეო საქმეთა მინისტრები მინისტერიალზე საქართველოს, თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ შეთანხმდნენ.
დიპლომატებმა ხელი მოაწერეს შესაბამის დოკუმენტსაც. თანამშრომლობა პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ენერგეტიკულ, ტრანსპორტის, საბანკო, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში ინტენსიურ ურთიერთობას მოიცავს.
სამი ქვეყნის მინისტრებმა განსაკუთრებული ყურადღება ერთობლივ ენერგეტიკულ პროექტებზე გაამახვილეს. ეს სამმხრივი მინისტერიალის მეხუთე შეხვედრა იყო.