სამართალი
ლევან მამალაძე ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას გეგმავს

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. ახლახან ცნობილი გახდა, რომ 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას ახალი პოლიტიკური გაერთიანება სახალხო ხელისუფლება გეგმავს.

პარტიის წევრების ბრიფინგზე სკაიპის საშუალებით დონბასიდან ჩაერთო პრეზიდენტის ყოფილი რწმუნებული ქვემო ქართლში ლევან მამალაძე, რომელიც პარტიის თანამოაზრე და მხარდამჭერია.

მამალაძე ამბობს, რომ მოსახლეობას ახალი პოლიტიკური ძალა სჭირდება, რომელიც მათ პრობლემებს მოაგვარებს და ასეთი ძალა სწორედ სახალხო ხელისუფლება იქნება.

ახალი პოლიტიკური გაერთიანების თანამოაზრეა სულხან მოლაშვილიც, რომელიც მომავალში პოლიტიკურ გაერთიანებაში გაწევრიანებას გეგმავს.