რელიგია
„უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ“ – ილია მეორე

 საქართველო, 22 თებერვალი, საქინფორმი. 14 თებერვალს, საკვირაო წირვის დასრულების შემდეგ, სამების საკათედრო ტაძარში მრევლს ქადაგებით მიმართა უწმიდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ.

 „ჩვენთან არს ღმერთიეს სიტყვები ბიბლიიდანაა და ებრაულად გამოითქმება, როგორც ემანუელ. როდესაც ამ სიტყვებს ვამბობთ, ღრმად უნდა ჩავწვდეთ სიტყვების შინაარსს. თუ ჩვენთან არს ღმერთი, ყველაფერი დამშვიდდება.

 რა ახასიათებს დღევანდელ ადამიანს? – უპირველეს ყოვლისა – უიმედობა. იმედი არ აქვს ხვალინდელი დღისა და თავისი თავის. არ იცის, რა მოელის ხვალ, ამიტომ, როცა ვლოცულობთ, უფალს უნდა ვთხოვოთ, გახსნას ჩვენი გული და გონება, რათა ჭეშმარიტება ვცნათ. უფალი ბრძანებს – მე ვარ გზა ჭეშმარიტებისკენ. თუ ამას გავიგებთ, ჩვენ გადავრჩებით“, – აღნიშნა პატრიარქმა.